ნივთების ევოლუცია - Palitra News

ნივთების ევოლუცია

შემეცნებითი გადაცემა სხვადასხვა საგნის დროში მოგზაურობას ასახავს, მისი შექმნის საწყისებიდან დღევანდელ დღემდე.ამა თუ იმ ნივთის ისტორია განსხვავებულ კულტურაში საინტერესო ტრანსფორმაციას განიცდის და ხშირად ეროვნულიიდენტობის ნაწილიც კი ხდება.დრო, როგორც წესი მნიშნელოვანი ფაქტორია, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი სხვადასხვა გავლენას ახდენს მოცემულდროში ფუნქციურად მნიშვნელოვან ნივთზე, რომელიც ზოგჯერ სრულიად კარგავს მნიშვნელობას ან ფორმას იცვლის.ნივთების ევოლუციის გზა იმავდროულად კაცობრიობის განვითარების პროცესთანაც იკვეთება.მომდევნო გადაცემები შეიძლება მომზადდეს ისეთ საგნებზეროგორებიც არის: მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, საათი, მინა, ვიდეო აპარატი, ვიოლინო, თიხა, ჭადრაკი, საყურე,წიგნი, და ა.შ.

ტელესკოპი - ციური ობიექტების შესასწავლი ასტრონომიული ხელსაწყო

2022-08-03 13:00:41+04:00

ნახეთ, როგორ შეიქმნა საღებავი და როგორია მისი გამოყენების ტრადიცია

2022-07-27 13:00:33+04:00

არფა - მსოფლიო მუსიკალური კულტურის ნაწილი

2022-07-20 12:31:11+04:00

ბეჭედი - მარადიულობის, ერთიანობისა და სიყვარულის სიმბოლო

2022-07-13 12:30:19+04:00

აბრეშუმხვევია - ჭია, რომლის პეპლად გადაქცევამდე მოქსოვილი ჭუპრის ჯერ ძაფად დაშლა დაიწყო ადამიანმა, შემდეგ კი სხვადასხვა მასალის დამზადებაც - ნახეთ აბრეშუმის შექმნის ისტორია

2022-07-06 12:30:28+04:00

კერამიკა - ადამიანის ერთ-ერთი უძველესი გამოგონება, რომელიც ნეოლითამდე წარმოიშვა

2022-06-29 12:30:14+04:00

ნახეთ როგორია სათვალის 10 საუკუნოვანი ისტორია

2022-06-22 12:30:37+04:00

ბეჭდური მედია, რომელიც ჟურნალ-გაზეთების პერიოდულ გამოცემას გულისხმობს ყოველთვის იყო, არის და იქნება ინფორმაციის საშუალება - ნახეთ როგორია ბეჭდური მედიის წარმოების გზა

2022-06-15 12:30:05+04:00

ნახეთ როგორია საკერავი მექანიზმის ოთხსაუკუნოვანი ისტორია

2022-06-08 14:39:56+04:00

ზარი - ხალხის სიხარულის, მწუხარებისა და დღესასწაულის სიმბოლო

2022-06-01 12:30:55+04:00

ჩაიდანი - ტრადიცია, რომელიც განსხვავებული კულტურის ნაწილია

2022-05-25 12:35:59+04:00

საყვირის თავდაპირველი ფუნქცია ხმის მიწვდენა იყო, მოგვიანებით ის მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ღონისძიებების თანმდევი გახდა - ნივთის მუსიკალურ ინსტრუმენტებად გამოყენება კი მხოლოდ მე-14 მე-15 საუკუნეში დაიწყეს

2022-05-18 12:15:00+04:00

საკომუნიკაციო საშუალებებს შორის ტელეფონი გამორჩეულად ძვირფასი გახდა ადამიანისთვის - ნახეთ როგორია ნივთის ევოლუცია

2022-05-11 12:30:46+04:00

პირველი დოკუმენტირებული მცდელობა მოსასხამით სიმაღლიდან მიწაზე თითქმის დაზიანების გარეშე დაშვების შესახებ 852 წელს თარიღდება და ესპანეთში ინახება - ნახეთ პარაშუტის ევოლუცია

2022-05-04 12:30:29+04:00

საბეჭდი მანქანა პირველად 1874 წელს გამოჩნდა, ის მწერლების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების თუ კერძო პირების ინტერესის საგნად იქცა, როგორც პირადი მომწერისთვის, ასევე საქმიანი წერილების შესადგენად - ნახეთ როგორია ნივთის ევოლუცია

2022-04-27 12:31:50+04:00

მაქმანები - ულამაზესი ხელნაკეთი მოსართავი, რომელიც პერიოდულად ძველმანებში გადაინაცვლებს ხოლმე და შემდეგ ისევ აქტუალური ხდება, როგორც ჩაცმულობის ნაწილი, ასევე ინტერიერისა ან რაიმე ნივთის გასალამაზებელი საშუალება

2022-04-20 12:30:01+04:00

ტერმინი „ფული“ ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია ბიზანტიურ სიტყვასთან „ფოლი“, რაც სპილენძის სამონეტო ერთეულს წარმოადგენდა

2022-04-13 12:30:00+04:00

ფანქრის რამდენიმე საუკუნოვანი არსებობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დღეს საკანცელარიო ნივთებს შორის მას განსაკუთრებული ადგილი ეკავოს და ისეთივე მოთხოვნადი იყოს, როგორც უფრო დიდი ისტორიული წარსულის მქონე სხვა ნივთი

2022-04-06 12:30:36+04:00