სუფრის გაშლისას არსებობს გარკვეული ეტიკეტი, რომლის მიხედვით მაგიდაზე განლაგებული დანა-ჩანგალი და სხვა ჭურჭელი კონკრეტული წვეულების ფორმას ემსახურება. ეს კანონები საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, თუმცა თავად ჭურჭლის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებას შეესაბამება და შორეული წარსულიდან ადამიანის თანამგზავრი იყო გამოქვაბულშიც და სასახლეშიც. დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით კოვზის, დანისა და ჩანგლის წარმომავლობისა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. ამ სამეულში კი ყველაზე გვიანდელი და მრავალფუნქციური ნივთით დავიწყებთ - დანით.
ინსტრუმენტი, რომელიც იმავდროულად იარაღიც იყო ხის, ქვის ან ძვლის სახელურზე დამაგრებული მჭრელპირიანი სხვადასხვა მასალის ნივთია. კაცობრიობის მიერ გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული იარაღი, მინიმუმ 2,5 მილიონი წლის წინანდელია, რაც არქეოლოგიური მაგალითებით დასტურდება. თავდაპირველად სახელურის გარეშე ამზადებდნენ ხისგან, ძვლის ან მყარი ქვისგან როგორიცაა მაგალითად კაჟი. საუკუნეების განმავლობაში, მეტალურგიისა და წარმოების გაუმჯობესებასთან ერთად, დანის პირების მზადებაა სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის, ფოლადის, კერამიკისა და ტიტანისგან დაიწყო. რა თქმა უნდა საამისოდ საუკუნეები და მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა ზემოთჩამოთვლილი მასალის გამოყენებისა და გადამუშავების კუთხით, რამაც ადამიანი საუკეთესო არჩევანთან მიიყვანა. გამომდინარე იქიდან რომ დანის დანიშნულებაში რამდენიმე აუცილებელი თვისება ერთიანდება, ანუ ის უნდა იყოს ბასრი, გამძლე, მოხერხებული, საიმედო და ამ უკანასკნელში მასალის სიმტკიცე იგულისხმება, რაც დანის მრავალწლიან ექსპლუატაციას გულისხმობს - მასალაც სათანადო ირჩევა. დღესდღეობით არსებული ჩამონათვალიდან მასზე ხელმისაწვდომობის მხრივ შეუძლია დიასახლისს შეიძინოს ამა თუ იმ ბრენდის მიერ წარმოებული აპრობირებული ვარიანტი, რომელიც სამზარეულოში არ უღალატებს. გარდა იმისა, რომ დანა ასევე გამოიყენება მონადირეების, ჯარისკაცების, მზვერავების, მოლაშქრეების და სხვა პროფესიის ადამიანების მიერ, რაც თავად ამ ნივთის ფორმასა და ზომად განაპირობებს. რაც შეეხება სამზარეულოს დანებს საკვების მოსამზადებლად რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი არსებობს, რომელთა დახმარებით ადვილდება პურის დაჭრა, თევზის ან ხორცის დამუშავება, კარაქის წასმა, სუფრაზე საკვების დანაწევრება და ა.შ. თითოეულმა მათგანმა წრთობის მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა და ხელით, ერთეულის დამზადებიდან ქარხნულ წარმოებამდე ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელ ატრიბუტად მოაზრება.
კოვზის წარმოშობის ფესვებიც ასევე უძველესი დროიდან მოდის და დროსთან ერთად იხვეწება. ძველი ეგვიპტელების მიერ გამოყენებული სხვადასხვა ფორმის კოვზების შემონახულ მაგალითების შორის სპილოს ძვლისგან, კაჟისა და ხისგან დამზადებული პროტოტიპებია, ბევრ მათგანზე მოჩუქურთმებული რელიგიური სიმბოლოებით. ნეოლითის ხანაში, კერძოდ სარდინიაში კერამიკული ჩამჩა და კოვზები გამოიყენებოდა. ჩინეთში შანგის დინასტიაში კოვზებს ძვლისგან ამზადებდნენ. ადრეული ბრინჯაოს კოვზები ბასრი დაბოლოებითაც გვხვდება მუზეუმებში რაც შესაძლოა ამ ნივთის მრავალფუნქციურობას განაპირობებდა. შესაძლოა კოვზის წაწვეტებული ბოლო დანის ან ჩანგლის ფუნქციასაც ატარებდა. ბერძნებისა და რომაელების კოვზები ძირითადად ბრინჯაოსა და ვერცხლისგან იყო დამზადებული. ბრიტანეთის მუზეუმში უამრავი მაგალითია, საიდანაც შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა სახის ფორმები.
ძვლისგან დამზადებული ჩანგლები ბრინჯაოს ხანის კულტურაშია აღმოჩენილი დაახლოებით ძვ. წ. 2400–1900 წლებში შექმნილი. ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა დიდი ჩანგლები. რომის იმპერიაში - ბრინჯაოს და ვერცხლის ჩანგლები, რომელთა არაერთი მაგალითია შემორჩენილი და გამოფენილი ევროპის მუზეუმებში. გამოყენება განსხვავდებოდა ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, სოციალური კლასისა და საკვების ტიპის მიხედვით, მაგრამ ადრეულ პერიოდში ჩანგლები ძირითადად სამზარეულოს ჭურჭლის ჩამონათვალში იყო.
მე-9 საუკუნისათვის სპარსეთის ელიტურ წრეში მსგავსი ჭურჭელი ცნობილი იყო როგორც ბარჯინი. მე-10 საუკუნისთვის სუფრის ჩანგალი ფართოდ გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში. ქრონოგრაფები აღნიშნავენ იმ გაოცებას, რომელიც ბიზანტიის პრინცესა თეოფანუმ გამოიწვია როდესაც ის ჭამის დროს ხელების ნაცვლად ჩანგალს იყენებდა. გარდა ამისა, ბიზანტიის პრინცესა მარია არგიროპულინამ რამდენიმე ოქროს ჩანგალი ჩაიტანა ვენეციაში, როდესაც 1004 წელს დოჟ პიეტრო II ორსეოლოს ვაჟზე ჯოვანი ორსეოლოზე დაქორწინდა.
მე-11 საუკუნისთვის, სუფრის ჩანგალი სულ უფრო გავრცელებული გახდა იტალიის ნახევარკუნძულზე, რადგან მაკარონი გახდა იტალიური საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი. მე-14 საუკუნისთვის სუფრის ჩანგალი ჩვეულებად იქცა იტალიაში და 1600 წლისთვის თითქმის უნივერსალური ნებისმიერი სოციალური ფენისთვის. დადგენილი იყო წესი, რომლის მიხედვით სტუმარი საკუთარი ჩანგლითა და კოვზით მიდიოდა წვეულებაზე, რომელიც ყუთში იყო მოთავსებული. სახელწოდებით კადენა. ეს ჩვეულება საფრანგეთის სასამართლოში ეკატერინე მედიჩის გარემოცვამ შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიაში ჩანგლები პირველად გამოიყენეს დაახლოებით 1450 წელს იტალიური ეტიკეტის ნაწილი მხოლოდ მე-16 საუკუნეში გახდა და თანდათან ევროპის დანარჩენი ნაწილიც აითვისა.
დროსთან ერთად ისევე როგორც დანებისა და კოვზების, ჩანგლის მრავალი სახეობა გაჩნდა, რომელთა ფორმა კონკრეტული დანიშნულებისთვის არის შექმნილი. სახეობების ჩამონათვალი კი 30-ს აღწევს. მათ შორის სალათის, თევზეულის, ხორცის, დესერტის, სადილის, ხილის, საკონდიტრო ნაწარმისა და ასე ათეულობით სხვადასხვა დეკორატიული და ფუნქციური დანიშნულების მქონე ეს ნივთი საუკუნეები გვემსახურება.
დღესასწაულის კონცეფციიდან გამომდინარე ლაგდება ჭურჭელი მაგიდაზე ფერისა და ფორმის მიხედვით, საჭირო დაშორებით. დანა-ჩანგლის რაოდენობა კერძების მიწოდების თანმიმდევრობაზეა დამოკიდებული. დანა-ჩანგლის სწორად დადება ნამდვილი ხელოვნებაა, მაგრამ ყველას შეუძლია დაეუფლოს მას. სახლში სადღესასწაულო სუფრის მომზადება არ საჭიროებს მაღალ სპეციალიზებულ მოწყობილობებს და ოჯახის ვერცხლეულს, თუ ამის განსაკუთრებული სურვილი არ გაქვთ. უმეტეს შემთხვევაში, შეგიძლიათ შემოიფარგლოთ დანით, ჩანგლით, სუპით და დესერტის კოვზით. დანები და კოვზები დალაგებულია თეფშის მარჯვენა მხარეს. ჩანგლები კი მარცხნივ. დესერტის კოვზი თეფშზე უნდა იდოს. გამოიყენეთ მოწყობილობები თეფშიდან საპირისპირო თანმიმდევრობით: ყველაზე შორს იდება კოვზი და ჩანგალი ან დანა-ჩანგალი, რომლისთვის განკუთვნილი კერძები პირველად მოიტანეთ.
სადილის ჩანგალი და დანა უფრო პატარაა ტრადიციულად ცივი კერძებისთვის. თევზეულისთვის გამოიყენება ბრტყელი ფორმის დანა, ასევე სპეციალური ჩანგალი სამი ან ოთხი კბილით და სპეციალური ჩაღრმავება ფხების გამოსარჩევად. დესერტის მისართმევად ცალკე დევს დანა, ჩანგალი და კოვზი - ისინი ზომით უფრო მცირეა, ვიდრე სნეკ ბარები; ხილის დანა-ჩანგლის კომპლექტი მოიცავს ორსაფეხურიან ჩანგალს და დანას. მათ მაგიდაზე ათავსებენ ხილის თეფშის მიტანამდე.