იაპონურად, ტერმინი ტაიკო სხვადასხვა სახის დასარტყამ ინსტრუმენტს აღნიშნავს. მისი დამზადების პროცესი განსხვავდება როგორც კორპუსის, ისე ტყავის დამუშავების კუთხით. მის საწარმოებლად შეიძლება რამდენიმე წელი დაიხარჯოს დამუშავების მეთოდიდან გამომდინარე. ტაიკოს აქვს მითოლოგიური წარმოშობა იაპონურ ფოლკლორში, მაგრამ ისტორიული ჩანაწერები ვარაუდობენ, რომ იაპონიაში ჩინეთისა და კორეული კულტურული გავლენის შედეგად შემოვიდა დაახლოებით მე-6 საუკუნეში. ისტორიულად მისი ფუნქცია იცვლებოდა. დაწყებული კომუნიკაციის საშუალებიდან, სამხედრო მოქმედებების, თეატრალური, რელიგიური ცერემონიებისა და საკონცერტო წარმოდგენებით დამთავრებული ეს ინსტრუმენტი ეპოქალურ გავლენას საკუთარ ხმოვანებაში ასახავდა, თუმცა დღემდე კულტურის ნაწილია.
მუსიკალურ ინსტრუმენტებს შორის, რომელთა ისტორიაც უკვე გაგაცანით ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ძველი დოლია და დასარტყამი ინსტრუმენტების სხვა სახეობები, რომელთა მრავალფეროვნება აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას. განსხვავებულ ეთნოსში გავრცელებული ეს საკრავი ამა თუ იმ სახელით არის ცნობილი და ფესვებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველყოფილ პერიოდამდე მივყავართ, სადაც მას არა მხოლოდ რითმის და მუსიკის საწარმოებლად იყენებდნენ, არამედ სიგნალის მისაცემად, სარიტუალო და მოგვიანებით სამხედრო მსვლელობებისთვისაც. როგორც წესი, ინსტრუმენტი მზადდებოდა ხისა და ტყავისგან, რომელიც განსხვავებული მოცულობის ღია თუ დახურულ ტანზე იყო მაქსიმალურად გადაჭიმული. ტყავის სისქე, ხარისხი, დაჭიმულობა კი ინსტრუმენტის ჟღერადობის განმსაზღვრელი ფაქტორები გახლდათ.
ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 6000 წლით დათარიღებული უძველესი დასარტყამი რომელიც ახლანდელი ევროპის რიგ ქვეყნებშია აღმოჩენილი, მაგალითად გერმანიის, პოლონეთის ან ჩეხეთის - თასის ფორმის იყო. მესოპოტამიაში ყველაზე ძველი დაირის ფორმის დასარტყამი ჩვ.წ.აღ-მდე 2400 წელს განეკუთვნება. იმ პერიოდში შუმერებში გავრცელებული მთვარის კულტისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ქალების მიერ ასეთ დაირაზე შესრულებული მელოდიებით მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა ეგვიპტური ბარელიეფების საშუალებით ცნობილი ხდება რომ აქაც ქალბატონების მიერ ხდებოდა მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმის დაირაზე მუსიკის შესრულება. ბრინჯაოს ხანაში უკვე აღმოსავლეთით, კერძოდ ჩინეთში დასარტყამებს იყენებდნენ სარიტუალოდ, სავარაუდოდ უფრო მოსავლიანობისა და გამრავლების კულტისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დოლის თანხლებით აღსანიშნავად. დაფი სპარსულიდან ასევე ცნობილი როგორც დაირა ახლო აღმოსავლური (ძირითადად ირანული მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება პოპულარულ და კლასიკურ მუსიკაში სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. იგი ასევე გვხვდება ავღანეთში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, ირანში, უზბეკეთში, საქართველოს ბევრ რეგიონში, პაკისტანსა და ინდოეთში. მისი მოცულობა, დამზადების ტექნიკა და თანდართული ელემენტები განაპირობებენ შესრულების მანერასაც და ხმასაც. არაბების მიერ ესპანეთში შეტანილი დაფი და სხვა ახლო აღმოსავლეთის მუსიკალური ინსტრუმენტები, ადაპტირდა და შუა საუკუნეების ევროპაშიც გავრცელდა.
დროთა განმავლობაში რელიგიური შეხედულებების ცვლა დასარტყამი ინსტრუმენტების არსებობაზეც აისახა, თუმცა მათი კულტურიდან ამოღება არ მომხდარა. დასავლეთში,მაგალითად იტალიაში დღეისთვის ყველასთვის ცნობილი ხალხური საკრავი - ტამბურინი, რომელიც პატარა რკინის ბურთულებსაც დაირთავს დაირის მსგავსად და ხშირად გვხვდება იტალიურ ხალხურ ცეკვებში - ასევე სარიტუალო დანიშნულების იყო. ალბათ გსმენიათ იტალიური ტარანტელა, რომელიც დღეს მუსიკისა და ცეკვის სახეობის აღსანიშნავად გამოიყენება - მისი ნამდვილი წარმომავლობა ტარანტულის - ავი სულის განსადევნი სარიტუალო მსვლელობა იყო ტამბურინით, როგორც დასაფრთხობი და განსადევნი საშუალება. დღესდღეობით, დასარტყამი კვლავ ჰგავს 1920-იანი წლების ჯაზის მუსიკოსების ინსტრუმენტებს, და ამავე დროს გამაძლიერებლებით კიდევ უფრო მეტ ეფექტს ქმნიან. ელექტრო დრამებმა პოპულარობა მოიპოვა, თუმცა აკუსტიკურ კომპლექტებს მაინც უპირატესობას ანიჭებენ მათი ჟღერადობიდან გამომდინარე. თითქმის ნებისმიერი ახალი დრამის ნაკრები შეიძლება მთლიანად მორგებული იყოს დრამერის საჭიროებებზე და მუსიკის სტილზე. შესაძლებელია მათი შეცვლა შეცვლა სხვა ტიპის ციმბალზე, დრამის ან ციმბალის დამატება ან ამოღება ან ინსტრუმენტების ფიზიკური განლაგების შეცვლა. ეს შესაძლებლობები მუსიკოსთა და კომპოზიტორთა საშემსრულებლო და შემოქმედებით არეალსაც მნიშვნელოვნად აფართოებს.