სკამი ანტიკურ დროიდან ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში ის ღირსების სიმბოლო და სტატუსის მანიშნებელი უფრო იყო, ვიდრე უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთი, თუმცა მისი საჭიროება ყოველდღიურობაშიც შეუცვლელი იყო. სკამი ჯერ კიდევ გამოიყენება როგორც ავტორიტეტის ემბლემა გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში. ეგვიპტის ადრეული დინასტიური პერიოდიდან, რაც დაახლოებით ძვ. წ. 3100 წ. გულისხმობს სკამები დაფარული იყო ქსოვილით ან ტყავით, დამზადებული მოჩუქურთმებული ხისგან და გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე დღევანდელი სკამები - სავარძლის ფორმის ეს ნივთი ზოგჯერ მხოლოდ 25 სმ სიმაღლის იყო. თუმცა უკვე მაშინ, ის დიდი სიმდიდრისა და ბრწყინვალების მანიშნებელი გახლდათ, რადგან ფარაონს ემსახურებოდა. სპეციალური ხისა და სპილოს ძვლისგან, მოჩუქურთმებული და მოოქროვილი ისინი დაფარული იყო ძვირადღირებული მასალებით, ბრწყინვალე ნიმუშებით. ზოგადად, რაც უფრო მაღალი იყო ადამიანი, მით უფრო მაღალი და მდიდრული იყო მისი სკამიც რომელზეც ის იჯდა. 1830-იანი წლებისთვის დაიწყო სკამების ქარხნული წარმოება რამაც ოჯახებს საშუალება მისცა შეეძინათ დამუშავებული კომპლექტები. ინდუსტრიული რევოლუციით, სკამები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა. გაჩნდა მათი მრავალფეროვანი ვერსია.
ამ ისტორიული მაგალითებიდან ვხვდებით, რომ მმართველის მიერ მონოპოლიზებული საერო თუ საეკლესიო სავარძელი, შედარებით გვიან თარიღამდე ინარჩუნებდნენ სიმბოლურ სტატუსს, როგორც ავტორიტეტულ ადგილს. სასულიერო სკამი, რომელიც უფრო გავრცელებული იყო საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, მრავალი თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ტიპის სავარძლებია. მან ადრევე შეიძინა მაღალი საზურგე.
მე-20 საუკუნეში ტექნოლოგიების მზარდი პროცესი სკამების დამზადების მიმართულებითაც მკვეთრად განვითარდა. ლითონის დასაკეცი, ლითონის ფეხიანი, ჩამოსხმული პლასტმასის სკამები და მრავალი სხვა სახეობის, ფორმისა და ზომის სავარძლები არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების შემადგენელი ნაწილი იყო და არის დღემდე. კონკრეტული დანიშნულების მქონე დასაჯდომი საშუალება სახლებსა და ოფისებში განლაგდა და განსხვავებული ასაკის მოთხოვნებსაც მოერგო. არტ ნუვოს სტილმა წარმოადგინა მარტივი სკამები. Arts and Crafts მოძრაობამ შექმნა სწორი ხაზი, მინიმალურად ორნამენტირებული სკამები. ამ სკამებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის Michael Thonet bentwood No. 14 სკამია, შექმნილი 1859 წელს. მან მოახდინა რევოლუცია ინდუსტრიაში, ამ ტიპის სკამები დღემდე იწარმოება. დღესდღეობით ამა თუ იმ ტიპის სკამი კვლავ მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალურ სტატუსს, კომფორტს, რომელიც სამუშაო პროცესის და ცხოვრების გაადვილებასა და მოწესრიგებულობას ეხმარება. მრავლობით კომპანია, საწარმო, კერძო თუ საჯარო ფირმა განაგრძობს დეტალებზე მუშაობას იმისათვის რომ სკამი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია იყოს გამძლე, მოხერხებული, საინტერესო ვიზუალის, ადვილად მოსავლელი და ამასთან ითვალისწინებდეს მომხმარებლის გემოვნებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უძველესი დროიდან შეთვისებული სიმბოლური მნიშვნელობა დღემდე ამ ნივთის გამოხატულებაში დევს, მიუხედავად თანამედროვე ტენდენციებისა.