ჩვენი პლანეტა - Palitra News

ჩვენი პლანეტა

გადაცემის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველების, ფრინველების, ასევე ბუნებრივი მოვლენების შესაებ, რომელსაც ჩვენ სამყაროში ვხვდებით. რომელია ყველაზე დიდი, იშვიათი, უცნაური გარეგნობის ცხოველი ან ფრინველი, როგორ ეგუებიან გარემო პირობებს და როგორ ნადირობენ - გაიცანით მრავალფეროვანი სამყარო

ჩაუ-ჩაუ, რომელიც ფაფუკი ბეწვისა და საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის წყალობით პლუშის დათუნიას შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარი იერის მიღმა ამოუცნობი ხასიათი, უამრავი მითი და ლეგენდა იმალება

2022-08-06 13:09:12+04:00

გერმანული დოგი, რომელსაც ხშირად „ძაღლების აპოლონსაც“ უწოდებენ, პირველ რიგში არისტოკრატული გარეგნობით და მეფური დიდებულებით იმსახურებს პატივისცემას

2022-07-30 11:57:03+04:00

ინგლისური ბულდოგი, რომელსაც აკურატულობისა და თანდაყოლილი გონიერების, თავშეკავებისა და აუღელვებელი ხასიათის წყალობით ხშირად „ნამდვილ ბრიტანელ ჯენტლმენს“ უწოდებენ

2022-07-23 15:33:35+04:00

ოფოფი - მცირე ზომის ფრინველი გრძელი და ვიწრო ნისკარტითა და მარაოსებრი ქოჩრით

2022-07-16 16:23:14+04:00

უჩვეულო ტუკანი, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით სამხრეთ ამერიკაში სარგებლობს, რადგან ადგილობრივი ინდიელები ფრინველს ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ

2022-07-09 15:23:41+04:00

მცირე ზომის შუშის ბაყაყი, რომლის მთავარ საიდენტიფიკაციო თავისებურებად გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე ტყავი ითვლება, ამფიბიათა ერთ-ერთი ყველაზე მინიატურული წარმომადგენელია

2022-07-02 14:19:10+04:00

ოქროს ლომისებრი ტამარინი - საოცარი ცხოველი ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახიდან, რომლის პოპულაცია მხოლოდ 3 500 ინდივიდს შეადგენს, მეტად სავალალო მდგომარეობაში და პრაქტიკულად გადაშენების ზღვარზეა

2022-06-25 18:46:41+04:00

ჩვენი პლანეტა - გაიცანით ოპოსუმი, მინიატიურული ჩანთოსანი ცხოველი, რომელიც მეცნიერების მტკიცებით ჯერ კიდევ 100 მილიონი წლის წინ, მეზოზოურ ხანაში მოევლინა სამყაროს

2022-06-18 12:59:47+04:00

ზღვის ზღარბი, რომელიც სულ მცირე 500 მილიონი წლის წინ მოევლინა სამყაროს, დღემდე თავსატეხად რჩება მეცნიერებისთვის, რადგან ის უჩვეულო ბიოლოგიური თავისებურებებითა და ექსტრემალური ცხოვრების წესით ხასიათდება

2022-06-11 15:46:26+04:00

უძველეს ინდურ კულტურაში სიამაყისა და პატივმოყვარეობის, უკვდავებისა და უზრუნველი ცხოვრების სიმბოლოდ ქცეული ფარშევანგი, თანამედროვე სამყაროშიც უძლიერეს თილისმად ითვლება

2022-06-04 16:25:45+04:00

ამფიპრიონი, რომელმაც კაშკაშა კონტრასტული შეფერილობის წყალობით მიიღო მასხარა თევზის სახელი, აღიარება ამერიკულ ანიმაციურ ფილმში „ნემოს ძიებაში“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა

2022-05-28 20:15:02+04:00

მითის თანახმად, ფრინველი ალკუნი, ეოლუსის ქალიშვილის წყალობით გაჩნდა, სწორედ მისი სილამაზით მოხიბლა ზევსი, თუმცა ზედმეტად ქედმაღალი ქალის უარის შემდეგ, მისი ეგზოტიკურ ფრინველად ქცევა გადაწყვიტა

2022-05-21 15:41:59+04:00

რქაცხვირასებრთა ოჯახის წარმომადგენლები მეტწილად აფრიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ, თუმცა 10-მდე სახეობა მხოლოდ აფრიკის ენდემად ითვლება

2022-05-14 20:15:15+04:00

გონიერ და ძლიერ მტრედს, რომელიც პაბლო პიკასომ მშვიდობის სიმბოლოდ აქცია, ოდესღაც პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან საოცარი გამძლეობის და სისწრაფის წყალობით ფრინველმა ჯერ ფოსტალიონის მისია იკისრა, მერე სპორტულ შეჯიბრებაში ჩაება

2022-05-07 18:46:58+04:00

მინიატიურულ ჭიამაიას ადამიანები ძველად მზის ღმერთის წარგზავნილად მიიჩნევდნენ, თუმცა დღესდღეობით, ცრურწმენებს თუ დავუჯერებთ, წინწკლებიანი მწერი ბევრისთვის საუკეთესო მეტეოროლოგია, რადგან მას ამინდის პროგნოზირება შეუძლია

2022-04-30 20:01:58+04:00

უნიკალურმა ფრთოსანმა, რომლის სავიზიტო ბარათად სხვადასხვა ფერის, საოცრად ეფექტური შეფერილობა ითვლება, შვედი ბუნებისმეტყველის წყალობით შეიძინა სახელი, რომელმაც ფრინველს Paradisaea apoda ანუ „უფეხო სამოთხის ჩიტი“ უწოდა

2022-04-23 16:25:21+04:00

ძლიერი და ელეგანტური პუმა, რომელსაც მთის ლომსაც უწოდებენ, არა მხოლოდ მოხერხებულობით, ამტანობითა და მაღალი ინტელექტით, არამედ სწრაფი აზროვნებით, იშვიათი გამბედაობითა და მსხვერპლზე თავდასხმის დაგეგმვის უნარით გამოირჩევა

2022-04-16 17:53:05+04:00

მართალია, ნაკლებად გაბარიტული მერცხალი არც განსაკუთრებული სიმამაცითა და არც გონებაგამჭრიახობით გამოირჩევა, მაგრამ ფრინველი მაინც სერიოზულ მისიას ასრულებს, რადგან სწორედ ის ითვლება გაზაფხულის მაუწყებლად

2022-04-09 13:46:02+04:00