ოფოფი - მცირე ზომის ფრინველი გრძელი და ვიწრო ნისკარტითა და მარაოსებრი ქოჩრით.
ის ფართოდაა გავრცელებული ევროპისა და აზიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე აფრიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მათი ყველაზე საყვარელი საცხოვრებელი ადგილია ღია და ნათელი ტერიტორიები მცირე ბუჩქნარებითა და ხეებით, როგორიცაა სავანები, მდელოები და საძოვრები. ისინი აგრეთვე გვხვდებიან კულტივირებულ ლანდშაფტებში, როგორიცაა ხილის ბაღები და ვენახები. ოფოფი დიდ დროს ატარებს მიწაზე მწერებზე ნადირობაში.
ოფოფი ყაპყაპისნაირთა რიგის ერთადერთი წარმომადგენელია ოფოფისებრთა ოჯახიდან.
ოფოფი პატარაა 25-29 სმ. სიგრძით, ფრთის სიგრძე 44-48 სმ. გამოირჩევა შავი-თეთრი ზოლებიანი შებუმბვლით ფრთებსა და კუდზე, გრძელი თხელი ნისკარტით და თავზე სავარცხლით. ყველაზე ადვილად საცნობი ფრინველია. ქვესახეობასთან დამოკიდებულებაში თავის, კისრის, მკერდის შეფერილობა მერყეობს ვარდისფერიდან წაბლისფერამდე. მას აქვს განიერი მომრგვალებული ფრთები. შეფერილი კონტრასტული შავითა და მოთეთრო-ყვითელი ზოლებით. კუდი საშუალო სიგრძისაა, შავი. მუცელი მოვარდისფრო-ჟღალი, შავი სიგრძივი ზოლებით გვერდებზე. თავზე სავარცხელი ნარინჯისფერი-ჟღალი, შავი ბუმბულის წვერებით. სავარცხელი ჩვეულებრივ დალაგებულია, სიგრძით 5-10 სმ. მიწაზე დაშვებისას მას მარაოსავით შლის . ნისკაერტი 4-5 სმ. სიგრძისაა, ქვემოთ ოდნავ გაღუნული, ენა კი სხვა ბევრი ჯიშებისგან განსხვავებით ძლიერ რედუცირებულია. ფეხები მუქი ნაცრისფერია, საკმაოდ ძლიერი და ბლაგვი ბრჭყალები აქვს.