"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" ანსამბლ "მეტეხის" მიერ შესრულებული სიმღერებითა და ცეცხლის შოუთი დასრულდა. ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯფუგის" მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, რომელიც წელს მეორედ გაიმართა, 50-მდე კომპანიამ ქართული პროდუქცია წარმოადგინა. შარდენზე შეკრებილ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ჩირი, უნიკალური სახეობის ყველი, ხილი და თაფლი დაეგემოვნებინათ.იმისათვის, რომ დეგუსტაციის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ყოფილიყო, მთელი დღის განმავლობაში ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით. შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე ზრუნავდნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლები, უცხოური მუსიკალური ჯგუფები, მოძრაობის თეატრის მსახიობები, დრამერები და ოჩოფეხები. შარშანდელის მსგავსად, წელსაც ფესტივალს აფორმებდნენ მიმები.ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ღვინის მიმართ უცხოელი ტურისტები გამოხატავდნენ. ”ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.
იხილეთ:
"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს"ქართული ღვინის ფესტივალი 2018"-ის სტუმრები მიიჩნევენ, რომ ასეთ ფესტივალებს ტურისტული თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" - "დღის თემა" შარდენიდან