"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე, სიონის ქუჩაზე მიმდინარეობს. ფესტივალს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ესწრებიან და წარმოდგენილ პროდუქციას აგემოვნებენ. ფესტივალზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ღვინის, ყველის, ქართული ჩურჩხელასა და ჩირის დაგემოვნებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ ქართული ანსამბლების კონცერტს დაესწრონ, იხილონ მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმული პერფორმანსი, მოისმინონ ქართული ფოლკლორი. "ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზიისა და მედიაპორტალის allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. დიდ კომპანიებთან ერთად, წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ჯამში დაახლოებით 50 კომპანიაა.
ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.
იხილეთ:
"ქართული ღვინის ფესტივალი 2018"-ის სტუმრები მიიჩნევენ, რომ ასეთ ფესტივალებს ტურისტული თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" - "დღის თემა" შარდენიდან "პალიტრანიუსის" ეთერში