შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" იმართება. ფესტივალი ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. წლევანდელ ფესტივალში ღვინის დიდ კომპანიებთან ერთად, მცირე მარნებიც იღებენ მონაწილეობას. ღვინის დეგუსტაციასთან და გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქციაა წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმული პერფორმანსი, ასევე დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუ, მოისმინონ ქართული ფოლკლორი. გასული წლის მსგავსად, ფესტივალს გააფორმებენ მიმები.
"ქართული ღვინის ფესტივალი 2018"-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.
იხილეთ:
"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა