"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე, სიონის ქუჩაზე მიმდინარეობს. ფესტივალს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ესწრებიან და წარმოდგენილ პროდუქციას აგემოვნებენ. როგორც უცხოელი ტურისტები აღნიშნავენ, ქართული ღვინო მრავალფეროვანი გემოთი გამოირჩევა და ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რის წაღებასაც საქართველოდან გეგმავენ.ფესტივალზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ღვინის, უნიკალური სახეობის ყველის, ქართული ჩურჩხელასა და ჩირის დაგემოვნებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ ქართული ანსამბლების კონცერტს დაესწრნონ.იხილონ მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმული პერფორმანსი, ასევე დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუ, მოისმინონ ქართული ფოლკლორი.გასული წლის მსგავსად, ფესტივალს აფორმებენ მიმები. "ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზიისა და მედიაპორტალის allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. დიდ კომპანიებთან ერთად, წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ჯამში დაახლოებით 50 კომპანიაა.”ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.