უბედური შემთხვევა თბილისში: გაზის გაჟონვით 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა - Palitra News

უბედური შემთხვევა თბილისში: გაზის გაჟონვით 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

2019-01-31 13:38:51+04:00

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განუცხადეს. მათივე განმარტებით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა და ამ დროისთვის ზუსტდება, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას თუ ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

"7 ადამიანი ნაქირავებ ბინაშია გარდაცვლილი" - ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მომხდარა."ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ბინა იყო ნაქირავები. გარდაცვლილია 7 ახალგაზრდა, 7-ვე მამაკაცი. ჯერჯერობით არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, ასევე მოქალაქეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სავარაუდო მიზეზე ვერაფერს გეტყვით, ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ასეთ დროს ყველა ამბობს, რომ CO-თი მოხდა გარდაცვალება, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას" - განაცხადა ლაბუჩიძემ.

იხილეთ: "კარები იყო ღია, შევიდა და რომ დაინახა მძინარე ამდენი ადამიანი, შეშინებული გამოვარდა" - რას ამბობს თვითმხილველი ისანში მომხდარ ტრაგედიაზე

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" - ბინაში, სადაც მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული