"კარები იყო ღია, შევიდა და რომ დაინახა მძინარე ამდენი ადამიანი, შეშინებული გამოვარდა" - რას ამბობს თვითმხილველი ისანში მომხდარ ტრაგედიაზე - Palitra News

"კარები იყო ღია, შევიდა და რომ დაინახა მძინარე ამდენი ადამიანი, შეშინებული გამოვარდა" - რას ამბობს თვითმხილველი ისანში მომხდარ ტრაგედიაზე

2019-01-31 14:48:17+04:00

ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ. როგორც პალიტრანიუსს რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდები შესაძლოა წუხელ გარდაიცვალნენ. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინსტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იხილეთ:

უბედური შემთხვევა თბილისში: გაზის გაჟონვით 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" - ბინაში, სადაც მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული