ბინაში, სადაც მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. როგორც პალიტრანიუსს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განუცხადეს, კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნული დანადგარი შეუსაბამობის გამო 2018 წლის მარტში ჩახსნეს, თუმცა ბინაში მცხოვრებლებმა თვითნებურად დააერთეს."კუსტარულად, ჩვენი რეკომენდაციების შეუსაბამოდ იყო დამონტაჟებული ეს დანადგარი. მოხდა გაზის არასრული წვა, დაგროვდა CO ბინაში და ამის შედეგად გაიგუდნენ ადამიანები. "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა მარტში ჩახსნეს ეს დანადგარი შეუსაბამობის გამო და მერე თვითნებურად დააერთეს" - აცხადებენ კომპანიაში.