უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგოუაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა."დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი", - განაცხადა მოსამართლემ.
ნახეთ: ბრალდებულის პირველი სიტყვა სასამართლოზე
ამავე თემაზე: წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული
19 წლის ბიძაშვილი გოგონასთვის ყელის გამოჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
"შოკშია ჯერ თვითონაც" - რას ამბობს ადვოკატი მამიდაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბიჭის შესახებ?