ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ გოგონას ყელის არეში სასიკვდილოჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.პროკურორის თქმით, ახალაია ფოთში დააკავეს, გარდაცვლილის ცხედარი კი მეორე დღეს ანა ხელაძის მეგობარმა უზნაძის ქუჩაზე სახლში აღმოაჩინა."ახალაიას ჩანთიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, ხოლო ბრალდებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც დანაშაული აღიარა", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.პროკურორმა ასევე განმარტა, თუ რატომ ითხოვს ბრალდების მხარე ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. ერთ-ერთ მიზეზად პროკურორმა მიმალვის საფრთხე დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ საფრთხეს რობერტ ახლაიას დედის რუსეთის ფედერაციაში ყოფნა ზრდის.
ამავე თემაზე: 19 წლის ბიძაშვილი გოგონასთვის ყელის გამოჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
"შოკშია ჯერ თვითონაც" - რას ამბობს ადვოკატი მამიდაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბიჭის შესახებ?