უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ბრალდებულ რობერტ ახალაიას ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა. რაც შეეხება ბრალის აღიარებას, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებულს პოლიციისთვის ჩვენება ადვოკატის გარეშე აქვს მიცემული და ეს აღიარებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან უცნობია, რა ვითარებაში მისცა ჩვენება სამართალდამცველებს ახალაიამ.„ჩემთან არაფერს ამბობს ჯერჯერობით. დუმილის უფლებას იყენებს ახლა. ჯერ ბევრი რამეა გასარკვევი. მანამდე ადვოკატის გარეშე, პოლიციისთვის აქვს მიცემული ჩვენება, თუმცა რანაირად მისცა, ხომ არ იყო ზეწოლა მასზე, არ ამბობს არაფერს. ასეთი აღიარება არანაირად არ ითვლება აღიარებად. შოკშია ჯერ თვითონაც და ჩემთანაც კი ვერ საუბრობს დეტალებზე“, - განაცხადა გეჯაძემ. უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონა ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე მისი 22 წლის ბიძაშვილია დაკავებული.
ამავე თემაზე: 19 წლის ბიძაშვილი გოგონასთვის ყელის გამოჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს