მეშახტეების ნაწილი ტყიბულში მომხდარს უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირებს. თანამშრომლები შახტის ჩავარდნის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. ამბობენ, რომ მუშები, რომლებიც ბაგირის გამოცვლას აწარმოებდნენ, გამოცდილი თანამშრომლები იყვნენ.მათივე თქმით, სარემონტო სამუშაო, რომელსაც მეშახტეები ასრულებდნენ, გეგმიური იყო. ტყიბულის შახტის თანამშრომლები ასევე არ საუბრობენ, დაიკითხნენ თუ არა ადმინისტრაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები, ან შედგა თუ არა მათთან კომუნიკაცია.დარღვევებსა და უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარეც. თამაზ დოლაბერიძის განმარტებიოთ სამუშაო ადგილი არ იყო სათანადოდ მომზადებული.მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის რეალური მიზეზების დადგენას შესაბამისი უწყებები ამ დრომდე ცდილობე.
იხილეთ:ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს
ტყიბულის შახტიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანესუბედური შემთხვევა ტყიბულში - მინდელის შახტაში ოთხი ადამიანი დაიღუპა