ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან უკვე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. 14 საატიანი სამაშველო ოპერაცია დღეს დილის ცხრის ნახევარზე დასრულდა. სამთო მაშველებთან ერთად ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირები. ადგილზე რჩებიან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა.
იხილეთ:
ტყიბულის შახტიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანესუბედური შემთხვევა ტყიბულში - მინდელის შახტაში ოთხი ადამიანი დაიღუპა