თუ გამოძიების შემდეგადაც დარჩება კითხვის ნიშნები, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.ყოფილი გენერალური პროკურორის შემოსავლებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ივანიშვილის პოზიციით „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი დაინტერესდა. მან ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა თავადაც კითხვები ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით.
იხილეთ: