პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და „თიბისი ბანკს“ შორის, ასევე ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების დავის მოგვარებაში ლომის წილი მიუძღვის. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მისი თხოვნით, ჩხარტიშვილმა უარი თქვა სასამართლო პროცესების გაგრძელებაზე „თიბისი ბანკთან“, ხოლო პატარკაციშვილებს რაც შეეხება, ლონდონის სასამართლოს დასრულების შემდეგ ასევე მისი მონაწილეობით მოხდა მორიგება, რის შედეგადაც არც ერთი მხარე არ დაზარალებულა.