"მამაცაშვილი ნათესავებიდან ერთადერთია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის" - ივანიშვილის პასუხი კითხვაზე: რატომ არ იშორებს ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ მმართველ გუნდს - Palitra News

"მამაცაშვილი ნათესავებიდან ერთადერთია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის" - ივანიშვილის პასუხი კითხვაზე: რატომ არ იშორებს ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ მმართველ გუნდს

2018-10-26 14:43:11+04:00

უჩა მამაცაშვილი ჩემი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს, ძალიან წესიერი კაცია... ყველა სიტყვაზე რომ წითლდება, ასეთი უმწიკვლო ადამიანია, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის, ემა ტუხიაშვილის შეკითხვას ნათესავებისა და ასევე იმის თაობაზე, რატომ არ იშორებს „ქართული ოცნება“ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ მმართველ გუნდს და რომელთა გამოც პარტია ნდობას კარგავს.

იხილეთ შეკითხვის გაგრძელება: "არის თუ არა კანონმდებლობაში სპეციალურად შექმნილი ხვრელი" - ივანიშვილის განმარტება თამბაქოს ინდუსტრიაზე

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილსა და "თიბისი ბანკს" შორის, ასევე ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების დავის მოგვარებაში ლომის წილი მიუძღვის