გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობენ დაზარალებულები? - Palitra News

გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობენ დაზარალებულები?

2017-04-06 13:14:20+04:00

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც. პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.

იხილეთ:

ლელა კილაძე მეუღლის გამოსვლას გლდანის ციხესთან ელოდება

პროკურატურა გუკა რჩეულიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას მოითხოვს

"ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე" - გუკა რჩეულიშვილს ახლობლები გლდანის ციხესთან ელოდებიან