"ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე" - გუკა რჩეულიშვილს ახლობლები გლდანის ციხესთან ელოდებიან - Palitra News

"ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე" - გუკა რჩეულიშვილს ახლობლები გლდანის ციხესთან ელოდებიან

2017-04-06 14:13:58+04:00

გლდანის მე-8 დაწესებულებასთან „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გურამ რჩეულიშვილის ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან. ისინი გურამ რჩეულიშვილის მიერ საპატიმრო დაწესებულების დატოვებას ელოდებიან. გლდანის ციხესთან იმყოფება გურამ რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე, ასევე "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ამ დროისთვის მსჯავრდებული რუსუდან კერვალიშვლის შვილი ნინო დარასელი.

იხილეთ:

გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობენ დაზარალებულები?

ლელა კილაძე მეუღლის გამოსვლას გლდანის ციხესთან ელოდება