პროკურატურა გუკა რჩეულიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას მოითხოვს - Palitra News

პროკურატურა გუკა რჩეულიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას მოითხოვს

2017-04-06 12:19:46+04:00

პროკურორები გურამ რჩეულიშვილის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს, რომელიც "ცენტრ პოინტის" საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე მიმდინარეობს. პროკურორები გირაოსთან ერთად ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევასაც ითხოვენ, ვინაიდან, როგორც მათ აღნიშნეს, კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხეები. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე ეთანხმება, თუმცა სასამართლოს სთხოვს, რომ გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვროს. ამასთან, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი ქეთევან ჩომახაშვილი არ ეთანხმება პროკურორების იმ მოთხოვნას, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო პასპორტი უნდა ჩაემოერთვას.