სასამართლოს შენობაში, სადაც მთაწმინდაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მოვიდა. ის სასამართლოს დარბაზში აპირებდსა შესვლას, სადაც სასწრაფო დახმარების ექიმები ბრალდებულს დახმარებას უწევდნენ. მას სხდომის დარბაზში შესვლის საშუალება მანდატურებმა არ მისცეს. მოსამართლის თანაშემწის ინფორმაციით, მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი პროცესზე ცუდად გახდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და შესვენება გამოაცხადეს. ბრალდებული მშრალ შიმშილობაზეა და წყალს არ სვამს. ის ცუდად პროცესის დაწყებამდეც გახდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების ფორმა უნდა განუსაზღვრონ.ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. მკვლელობა მთაწმინდაზე 16 აგვისტოს მოხდა. სამართალდამცველებმა საქმე ცხელ კვალზე გახსნეს.
იხილეთ: