ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ აღნიშნულის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა.ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, იაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
აღსანიშნავია, რომ პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ დაგვიანებით დაიწყო და შემდეგ დროებით შეჩერდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სასამართლოში მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მოვიდა, ის სასამართლოს დარბაზში აპირებდსა შესვლას. მას სხდომის დარბაზში შესვლის საშუალება მანდატურებმა არ მისცეს. იმნაძემ ბრალდებულის იჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.მკვლელობა მთაწმინდაზე 16 აგვისტოს მოხდა. სამართალდამცველებმა საქმე ცხელ კვალზე გახსნეს.წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს ჩაინიშნა.