იმის გასარკვევად, დაამწიფეს თუ არა ძალიან სწრაფად ბანანი, იოდი დაგეხმარებათ, დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი იოდი ბანანს, თუ იოდი ძალიან მალე გალურჯდა, ბანანში ბევრი სახამებელია, ის ბანანი, რომელიც ნაკლებად გალურჯდება, ან საერთოდ არ შეიცვლის ფერს, უფრო სასარგებლო და გემრიელიცაა. ყიდვამდე დააკვირდით ბანანის სუნს, თუ არომატული სურნელი აქვს, მასზე ნაკლები პესტიციდებია. ასევე დააკვირდით ბანანის ქერქს, ის არ უნდა იყოს დაზიანებული, მსუბუქად თითის დაჭერისას მან არ უნდა დაკარგოს ფორმა. ძალინ რბილი ბანანი მის გადამწიფებაზე მეტყველებს. გადამწიფებული ბანანი კი ბაქტერიებისა და ტოქსინების წყაროა. ალბათ გინახავთ და არასდროს დაინტერესებულხართ, რა ინფორმაციაა განთავსებული ბანანის პატარა სტიკერებზე, რომელიც გასაყიდად გამოტანილ თითქმის ყველა ბანანზეა დაკრული. თუ კარგად დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ მასზე ციფრებია გამოსახული. თუკი მასზე ხუთციფრიანი რიცხვია, რომელიც 8ზე, ან 3-ზე იწყება პროდუქტი გენ. მოდიფიცირებულია.
იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" სრულად
ასევე დაგაინტერესებთ: არასოდეს გაარჩიოთ პირით და უმჯობესია გარეცხოთ კიდეც გარჩევამდე - რა სარგებელი ან ზიანია ბანანში, რომელიც საქართველოშიც ბევრი შემოდისმშობლებისთვის სასარგებლო ინფორმაცია: რატომ არის კარგი ბანანის შეტანა ჩვილის კვების რაციონში და რომელი თვიდან უნდა მისცეთ ის ბავშვებს?