იმის გამო, რომ ბანანის ქერქი მწერებმა და ჩიტებმა არ დაზიანოს, მას პესტიციდებით გაჟღენთილ, პლასტიკატის ტომტრებში ფუთავენ, მისი ყვავილის მოძრობიდან 3 კვირის შემდეგ კი, ჯერ კიდევ უმწიფარ მდგომარეობაში კრეფენ. ბანანში არის რადიაციაც. თუ ბანანს რადიაციის საზომს მიუახლოვებთ, აღმოაჩენთ, რომ მასში 10 პროცენტით მართლაც იზრდება ბეტა გამოსხივება თუმცა იმისთვის, რომ ამ რაოდენობის რადიაციამ ჯანმრთელობაზე ცუდი კვალი დატოვოს, საჭიროა 2 წლის განმავლობაში, დღეში 20 ბანანის ჭამა. ამიტომ თუ დღეში 20 ბანანს არ მიირთმევთ, მასში არსებული რადიაციისაც ნუ შეგეშინდებათ.
ჩვენს ქვეყანაში ბანანი მწვანე მდგომარეობაში შემოდის, რადგან მწიფე ბანანი ვერ უძლებს ხანგრძლივ ტრანსპორტირებას. იმისთვის, რომ სარეალიზაციოდ ბანანი ხელოვნურად დაამწიფონ, სპეციალურ ტემპერატურაზე, კამერაში ათავსებენ და ეთილენის გაზით ამწიფებენ. მწვანე ბანანში კი უკვე თავმოყრილია ყველა სასარგებლო ნივთიერება, რომელიც დამწიფებულშია. ასე, რომ ბანანი, რომელსაც თქვენ საქართველოში ყიდულობთ, ისეთივე სასარგებლოა, როგორიც ხეზე დამწიფებული, თუმცა სხვაობა გემოშია.
იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" სრულად
ასევე დაგაინტერესებთ: