არის ვერსიები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა კონსილიუმის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კონსილიუმს თავად მარიამ კუბლაშვილიც ესწრებოდა, რომლის განმარტებითაც შეხვედრაზე მოსკოვიდან მოწვეულმა სპეციალისტმა განმეორებით ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ხოლო რეაბილიტაციის კურსის მაღალი ხარისხით წარმართვის რეკომენდაცია გასცა. მისივე თქმით, პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
იხილეთ:
მაჩალიკაშვილების სახლში ექსპერტიზა ჩატარდება
დავით სერგეენკო საავადმყოფოში თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაგებად მივიდა