დავით სერგეენკო საავადმყოფოში თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაგებად მივიდა - Palitra News

დავით სერგეენკო საავადმყოფოში თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაგებად მივიდა

2018-01-03 14:30:52+04:00

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში მივიდა.როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დღის ბოლოს კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადაიყვანენ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში.მისივე თქმით, კონსილიუმს მოწვეული სპეციალისტიც ესწრებოდა, რომელიც ქართველია და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. დავით სერგეენკოს შეფასებით, მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.