პანკისის ხეობაში, დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურა ექსპერტიზას ჩაატარებს. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ პროცესს დაჭრილის და, ნატა მაჩალიკაშვილი დაესწრება, რომელიც ხეობაში გაემგზავრა. ამას გარდა, ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას აპირებს. მათან ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც, ის სავარაუდოდ, ხუთშაბათს მაჩალიკაშვილის სახლში იმუშავებს. შეგახსენებთ რომ 19 წლის ახალგაზრდა სპეცოპერაციისას თავის არეში მძიმედ დაიჭრა. ოჯახი ამბობს რომ სპეცრაზმმა ცეცხლი მძინარე ახალგაზრდას გაუხსნა. ისინი სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვენ.