თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, თოვლი ამ დროისთვის დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში, მათ შორის გლდანში, მუხიანში, სანზონასა და დიდ დიღომში ფიქსირდება.მისივე ინფორმაციით, თოვა საღამოს საათებსა და ღამის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება. თოვლი იქნება დასავლეთ საქართველოშიც. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი გაუარესება და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
იხილეთ:
როდემდე გაგრძელდება თოვა და როდის გამოიდარებს მთელ საქართველოში? - ნახეთ ამინდის პროგნოზიკადრები დათოვლილი აჭარიდან: რა პრობლემები შექმნა რეგიონში ნალექმა, რომლის საფარი 35 სანტიმეტრს აღწევს