თოვლი აჭარაში - ხულოში, სოფელ კალოტაში მცხოვრები 50 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა. ადგილობრივების თქმით, სოფელში შუქი თოვლის მოსვლის შემდეგ წავიდა, ამ დროისთვის კალოტაში თოვლის საფარი 35 სმ აღწევს. "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. კომპანიაში განმატავენ რომ აღდგენით სამუშაოებზე მუშაობენ. ცნობისთვის, უამინდობაა დასავლეთ საქართველოს რიგ რეგიონებში. დასავლეთის დაბლობზე მოსალოდნელია თოვლი, მთიან რაიონებში კი ძლიერი თოვლი და ქარბუქი.
იხილეთ: როდემდე გაგრძელდება თოვა და როდის გამოიდარებს მთელ საქართველოში? - ნახეთ ამინდის პროგნოზი