ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. როგორც თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გელა ჯაფარიძე აცხადებს, მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებს 70-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა მათ შორის ქართველები არ არიან. ეგეოსის ზღვაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ზიანი მიადგა თურქეთში ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონებს. საბერძნეთის კუნძულ კოსზე კი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.