6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ კოსსა და თურქეთში, ბოდრუმსა და მარმარისში, ჯამში 5 მდე მოქალაქე ემსხვერპლა 200-ზე მეტი კი დაშავდა. როიტერის ინფორმაციით, სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო.