ნაყინი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. ის განსაკუთრებით უყვარდა ალექსანდრე მაკედონელს, ნაყინი, რომელსაც ის მიირთმევდა თაფლისა და ყინულისგან იყო დამზადებული. ძველ რომში სწრაფად სირბილში გამოწვრთნილ მონებს მთაში აგზავნიდნენ ყინულის ჩამოსატანად, შემდეგ ყინულში ურევდნენ სხვადასხვა ხილის წვენს და ასე ამზადებდნენ ნაყინს. თანამედროვე ეპოქაში ნაყინის დიდი არჩევანი არსებობს. ის მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით ზაფხულის პერიოდში სარგებლობს, სწორედ ამიტომ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში უამრავ დახლს გადააწყდებით, სადაც მრავალფეროვნების გამო, არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ. რა უნდა გაითვალისწინოთ ნაყინის ყიდვისას, რომ ის არ გახდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი, ამას ჩვენ გასწავლით, თუმცა მანამდე გავარკვიოთ, რამდენად კარგი პროდუქტია ის.
ამავე თემაზე:
როგორ გავარჩიოთ კარგი ნაყინი უხარისხოსგან - ექსპერიმენტი და რჩევები, რომელიც უნდა იცოდეთ
გაიგეთ ცხიმების შესახებ, რომელითაც უხარსიხსო ნაყინს ამზადებენ