ნაყინი სასარგებლო პროდუქტია, თუ მას ზომიერად მივირთმევთ, თუმცა ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის მაშინაც, როცა ზომიერება დაცულია, მაგრამ ნაყინია უხარისხო. რა შეიძლება შედიოდეს უხარისხო ნაყინის შემადგენლობაში?!
დაბალი ხარისხის ნაყინი ძირითადად მცენარეული ცხიმებისგან მზადდება, ცხოველური რძის მაგივრად მასში პალმისა და ქოქოსის რძეა, რომელიც ერთი შეხედვით საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, თუმცა იმისთვის, რომ მცენარეული, თხევადი ცხიმები გამყარდეს, სპეციალურ პროცესს გადის, რომლის შდეგადაც ტრანსცხიმები წარმოიქმნება