ორთაჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ბრალდებით ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინა ანი მურადელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით ის საკუთარი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შემთხვევა კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. კოლეგების თქმით, მურადელი კვირის დასაწყისიდან თეატრში არ გამოჩენილა, მას ბიულეტენი ქონდა გახსნილი. არსებული ინფორმაციით, პრიმა ბალერინას ცხოვრება რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, როდესაც მან ფეხის ტრავმა მიღო. შემთხვევის გამო ის მთავარი როლებიდან მოხსნეს, რასაც ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება მოყვა.
იხილეთ:
მსხვერპლით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი: ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა