მსხვერპლით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი: ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა - Palitra News

მსხვერპლით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი: ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა

2017-05-20 23:58:26+04:00

ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.არსებული ინფორმაციით, დედა მისმა ქალიშვილმა მოკლა.