თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა - Palitra News

თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

2017-05-13 17:20:34+04:00

თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. მიკროავტობუსი რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ ავარიაში მოყვა. მგზავთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ. მუგლას პროვინციის გუბერნატორის, ამირ ჩიჩეკის განცხადებით მიკროავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობით ერთ-ერთ საშიშ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

იხილეთ: თურქეთის ავარიის ახალი დეტალები - ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა, მგზავთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ

საზარელი ავარია თურქეთში: ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია