თურქეთის ავარიის ახალი დეტალები - ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა, მგზავთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ - Palitra News

თურქეთის ავარიის ახალი დეტალები - ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა, მგზავთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ

2017-05-13 15:33:49+04:00

თურქეთში, მიკროავტობუსი რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ ავარიაში მოყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. თურქული მედიის ცნობით დაშავებულთაგან უმრავლესობის მდომარეობა კრიტიკულია. ავარია მუგლას პროვინციაში მოხდა. მიკროავტობუსში სულ 30 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც ადგილობრივი ტურისტები იყვნენ. მგზავთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ. მუგლას პროვინციის გუბერნატორის, ამირ ჩიჩეკის განცხადებით მიკროავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობით ერთ-ერთ საშიშ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

იხილეთ: საზარელი ავარია თურქეთში: ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია