საზარელი ავარია თურქეთში: ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია - Palitra News

საზარელი ავარია თურქეთში: ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია

2017-05-13 15:08:36+04:00

თურქეთში, მიკროავტობუსი რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ ავარიაში მოყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. თურქული მედიის ცნობით დაშავებულთაგან უმრავლესობის მდომარეობა კრიტიკულია. ავარია მუგლას პროვინციაში მოხდა. მიკროავტობუსში სულ 30 მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი ტურისტი იყო. მგზავთა დიდი ნაწილი ქალები იყვნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია იყვნენ თუ არა მგზავრთა შორის საქართველოს მოქალაქეები.