ბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობისთვის ბრალდებული 38 წლის ანგიოქირურგს პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება საბერძნეთის სახელმწიფო პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლმა ერთობლივად, ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ მიიღეს. 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ახალ დეტალებს ასაჯაროებს. მკვლელობაში ბრალდებულის დაკითხვა დილის საათებიდან საღამომდე მომდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში ანგიოქირურგმა ბრალდებების უარყოფა სცადა და განაცხადა რომ ის უდანაშაულოა, 3 შვილის დედის დიანა ბერიძის რეალურმა მკვლელმა კი ის ხაფანგში გააბა. ბრალდებულის თქმით, ის და დიანა ბერიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე მიმდინარე წლის იანვრის თვეში დამეგობრდნენ, მათ შორის მიმოწერა კი თებერვლის თვიდან დაიწყო. დაკავებულმა კატეგორიულად უარყო, რომ მსხვერლპთან ინტიმური კავშირი ჰქონდა, და აღნიშნა რომ გარდაცვლილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობით შემოიფარგლებოდა.
38 წლის ანგიოქირურგის თქმით დიანა ბერიძე ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკური ოპერაციაზე, მაგრამ ბოლო მომენტში პაციენტმა განაცხადა რომ ოპერაციაზე მისვლას, გადაუდებელი შეემთხვის გამო ვერ ახერხებდა.
იხილეთ:
რა გახდა ცნობილი დიანა ბერიძის ცხედრის ექსპერტიზის მიმდინარეობისას - ახალი დეტალები საბერძნეთიდან"დაჟინებით მოუწოდებდა ოპერაცია გაეკეთებინა" - მეგობარი საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალისა და ეჭვმიტანილი ექიმის ურთიერთობაზე საუბრობს