საბერძნეთში გარდაცვლილ დიანა ბერიძეს ერთ კვირაში დაკრძალავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ქობულეთელმა მეზობლებმა განუცხადეს.როგორც ქობულეთში მცხოვრები ჯემალ ლამპარაძე განმარტავს, საბერძნეთში დიანა ბერიძის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მისივე ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად ქალბატონს ორგანოების ამოღების კვალი არ ეტყობა.