ოკუპანტებმა 17 აპრილს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი არცევის სასაფლაოზე დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ისინი გორში სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ჯარიაშენის მკვიდრები - ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რეზო სრესელი ოკუპანტებმა აღდგომის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. სრესელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააკავეს.
იხილეთ: მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე რუსმა ოკუპანტებმა 3 ქართველი დააკავეს