სოფელ არცევიდან სამი ადამიანი გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი.უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და სუს-ი აწარმოებს სამუშაოებს მათ გასათავისუფლებლად. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე სასაფლაოდან გაიტაცეს.