პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეცდომაშია შეყვანილი. ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა. " როდესაც კეთდება ასეთი განცხადებები შეთქმულების თეორიაზე, ეს არის გარკვეულად შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაც უთხრეს და დაიჯერა, მე არ მგონია მოიგონა და რომ ეს მიზანმიმართულად იყოს გაკეთებელი", - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში.
იხილეთ: