პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობოებსა და პოლიტიკურ პარტიებთან ფარულ კონსულტაციებში დაადანაშულა. ირაკლი კობახიძის ბრალდებას მარგველაშვილის ადმინისტრაციის პასუხი მალევე მოყვა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის პრეზიდენტზე გადაბრალებამ. მისივე თქმით, სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტი და მისი გუნდი არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა ჯგუფთან ღია კონსულტაციებს სხვადასხვა თემაზე აწარმოებდნენ.