"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს ვადაში მიიღებენ. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ განაცხადა, დღეს საკრებულოში ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ.იხილეთ: