"ყვავს კაკალი გააგდებინოო", - ამ პრინციპიდან გამომდინარე, ნარმანიას 3 000 ლარიც გავაგდებინეთ. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში ამ ცვლილებას მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით.საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ საკითხს, რომელიც "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის 1 მილიონამდე ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.